კაფეს ავტომატიზაცია: მფლობელებისთვის მარტივი სისტემა

დაწესებულების აღრიცხვის ერთიანი სისტემა:

  • კალკულაციები, მყისიერი სასაწყობე ნაშთები
  • შესყიდვები, რეპორტები, მარკეტინგი
  • QR მენიუ
  • თვეში $26 დან

ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრობლემები კაფეში

კაფეების მფლობელების უმეტესობას კაფეში ჩანაწერების შენახვის პრობლემა ექმნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბუღალტრულ და საოპერაციო პროცესებს. თანამედროვე ავტომატური აღრიცხვის სისტემა დაგეხმარებათ ამ პრობლემების გადაჭრაში და კაფეს მუშაობის ოპტიმიზაციაში.

ფინანსების მართვა

მთავარი შეცდომა კაფეს გახსნისა და ფუნქციონირებისას არის ყველა ფინანსური ტრანზაქციის არ დათვლა და მათი ჩანაწერის არ შენახვა. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა არის კაფეს ფინანსური შედეგი, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თუნდაც მცირე ხარჯები და შეიყვანოთ ისინი ავტომატიზაციის სისტემაში.

ხელით ნაშთების მართვა

ფულის ნაწილი კაფეში, როგორც წესი, «გაყინულია» მარაგების სხვაობების სახით, ამიტომ მნიშვნელოვანია საწყობებში მარაგების კონტროლი. მაგრამ ხელით ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან შეუძლებელია ყველა პოზიციაზე თვალყურის დევნება.

გაყიდვებისა და შემოსავლების კონტროლი

იმის გასაგებად, იღებს თუ არა კაფე მოგებას და იცოდეთ შემოსავლის ოდენობა, თქვენ არ გჭირდებათ ქვითრების და გაყიდვების დათვლა. სისტემა ავტომატურად გამოთვლის შემოსავალს და მოგებას და აჩვენებს ანალიტიკას დღის, კვირის ან თვის განმავლობაში.

ადამიანური შეცდომა

ხშირად მუშაობის დროს, განსაკუთრებით კაფეში პიკის საათებში, შეიძლება მოხდეს ადამიანური შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენს კაფეში აღრიცხვაზე. დაწესებულების ადამიანური ფაქტორისგან დასაცავად, საჭიროა პროცესების ავტომატიზაცია სააღრიცხვო პროგრამის გამოყენებით.

კაფეში თქვენთვის სასურველი აღჭურვილობა

განურჩევლად ადგილების რაოდენობის, მენიუს პოზიციებისა და დაწესებულების ტიპისა, თქვენ არ გჭირდებათ სპეციალური ძვირადღირებული აღჭურვილობის შეძენა კაფე პროგრამის დასაყენებლად. პოსტერი მუშაობს ჩვეულებრივ ტაბლეტებზეც და მობილურზეც - აირჩიეთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

Poster POS

მიმტანების კომფორტისთვის, შეგიძლიათ დააინსტალიროთ აპლიკაცია რამდენიმე ტაბლეტზე ან მობილურზე, რათა მათ უფრო სწრაფად მოემსახურონ სტუმრებს. თუ არ გაქვთ საკუთარი აღჭურვილობა, უმარტივესი გზაა მზა და კონფიგურირებული ნაკრების შეძენა.

რა პროცესებზე მოქმედებს კაფეების ავტომატიზაციის პროგრამა?

პროგრამული აღრიცხვიანობა კაფეებისთვის ხელს უწყობს მფლობელებისთვის და მენეჯერებისთვის მარტივ რეპორტინგს და ყველა პოზიციის პერსონალის მუშაობას ეფექტურს ხდის.

დარბაზი

ოფიციანტი იღებს შეკვეთას და შეჰყავს ტერმინალზე. შემდეგ სამზარეულოში ან ბარში აგზავნის ქვითარს, რათა სტუმრის შეკვეთის მომზადება დაიწყონ.

ბუღალტერია

პოსტერის ღრუბლოვანი სისტემა ინახავს ყველა მონაცემს მკაფიო გრაფიკების და კონფიგურირებადი ანგარიშების სახით. ნახვა შესაძლებელია მფლობელის სამართავ პანელში. პოსტერის საბუღალტრო ინფორმაცია თავსებადია ყველა ძირითადად საბუღალტრო პროგრამასთან მონაცემების იმპორტის საშუალებით.

პერსონალის მართვა

კაფეს მართვის პროგრამა საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ პერსონალის სამუშაო საათებს: რამდენი ცვლა, რამდენი საათი იმუშავა თითოეულმა თანამშრომელმა, რამდენ ქვითარს მოემსახურა, რა თანხაზე და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მენიუს ყველაზე პოპულარული ელემენტები, თიფსების ოდენობა, პიკური საათები და ბევრად მეტი, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულების ეფექტურობის გაუმჯობესებას.

სამზარეულო და ბარი

ყველა შეკვეთა იგზავნება სამზარეულოში ან ბარში. შეკვეთის გადაგზავნის ორი გზა არსებობს: დაბეჭდილი ქვითარი ან ეკრანი სამზარეულოში, მისი მაგალითია Kitchen Kit, სადაც ასევე შეგიძლიათ ნახოთ კერძების და სასმელების შემადგენლობები მზარეულისთვის შემახსენებლად.

სალარო

როდესაც შეკვეთა მზადდება და სტუმრები გადახდას ითხოვენ, იბეჭდება ქვითარი, რომელსაც მიმტანს სტუმრებისთვის მიაქვს. სისტემა საშუალებას იძლევა აირჩიონ გადახდის მოსახერხებელი ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდოს საბოლოო ქვითარი.

საწყობი

ყველა შესყიდვა შემოდის საწყობში და აღირიცხება სისტემაში და აისახება, როგორც უნიკალური ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება კერძებიდან ინგრედიენტების ავტომატური ჩამოწერების დროს. კერძებში შემავალი ინგრედიენტების გახარჯვა ხდება რეცეპტურის მიხედვით, რომელიც შედგენილია შეფ-მზარეულის ან ტექნოლოგის მიერ.

რისგან შედგება კაფეს ავტომატიზაციის სისტემა?

  1. თავად პროგრამა, სადაც მონაცემები შეინახება + კლიენტების ბაზა, რომელიც იმართება როგორც ტაბლეტზე, მობილურზე, სტაციონარებზე ასევე ნოუტბეკზეც.
  2. გააქტიურებული მოდულები და დამატებითი მოწყობილობები.

მაგალითად, ფისკალური და რეგულარული ქვითრების აპარატები, შტრიხკოდების სკანერები, საბანკო ტერმინალები, ნაღდი ფულის უჯრები.

Poster POS

კაფეს ავტომატიზაცია ეხმარება პერსონალს უფრო სწრაფად და მარტივად გაუმკლავდეს რუტინას

სრულად კონფიგურირებადი მენიუ

Menu with pictures

კაფეს მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ დაყოთ მენიუ კატეგორიებად, დაალაგოთ პოპულარობის მიხედვით და ატვირთოთ სურათი თითოეულ პროდუქტზე, რათა თქვენმა მიმტანებმა სწრაფად იპოვონ სწორი კერძები და სასმელები.

Menu with pictures

ლოიალობის პროგრამები, ფასდაკლებები და აქციები

Handle payments comfortably

გააქტიურეთ ბონუს სისტემები და გაზარდეთ სტუმრების ლოიალობა. არ არის საჭირო სხვა აპლიკაციების ყიდვა და ინსტალაცია - ყველაფერი უკვე Poster-ის სისტემაშია. მაგალითად: 3+1, მეექვსე ყავა უფასო და ა.შ.

Handle payments comfortably

მაგიდის დაჯავშნა

Make table reservations
Make table reservations

თქვენს მიმტანებს ან ადმინისტრატორს შეეძლებათ მაგიდების დაჯავშნა კონკრეტული დროისა და თარიღისთვის პირდაპირ Poster-ის ტაბლეტზე. კაფეს ავტომატიზაციის სისტემა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს ნახოთ ყველა დაჯავშნილი ადგილი.

Make table reservations
Make table reservations

მიიღეთ ნებისმიერი სახის გადახდა

Work with modifiers
Work with modifiers

Poster-ით თქვენი კაფეს სტუმრები შეძლებენ გადაიხადონ ანგარიში ნაღდი ანგარიშსწორებით, საბანკო ბარათით ან ბონუსებით. ასევე მოხერხებულობისთვის, შეგიძლიათ გადასახადის გაყოფა რამდენიმე სტუმრისთვის.

Work with modifiers
Work with modifiers

მარაგების კონტროლი

Make table reservations

იმისათვის, რომ ყოველთვის იცოდეთ რა ინგრედიენტები და პროდუქტები რჩება თქვენს კაფეში, გააკეთეთ საწყობების აღწერა მარტივად/

თქვენ აღარ გჭირდებათ სტოპ სიები - პოსტერი შეგატყობინებთ, როდესაც მნიშვნელოვანი პროდუქტი ამოიწურება, რათა დროულად შეძლოთ შესყიდვა.

Make table reservations

Join 50 000 locations,
which have already tried Poster

Create your account now. First 15 days free.

Start your free trial

პოპულარული მოდულები პოსტერში

Kitchen Kit

Pantalla para cocina
Pantalla para cocina

სამზარეულოს პრინტერის შესანიშნავი ჩანაცვლება - შეკვეთები მზადდება კიდევ უფრო სწრაფად და კერძების რიგითობა თვალსაჩინოდ ჩანს. მომზადების შემდეგ, მიმტანის ტაბლეტი იღებს შეტყობინებას, რომ კერძი ან სასმელი მზად არის.

როგორ მუშაობს სამზარეულოს ეკრანი →

Pantalla para cocina
Pantalla para cocina

მიტანის სერვისის ავტომატიზაცია

პოსტერს აქვს კაფეში მიტანის შეკვეთების ინტეგრირებული პროგრამა, რათა მოხერხებულად იმუშაოთ აგრეგატორებისა და საკუთარი სერვისის შეკვეთებთან. თვალყური ადევნეთ კურიერების მუშაობას, აკონტროლეთ მიტანის შეკვეთების მომგებიანობა და ხარჯების ოპტიმიზაცია ერთ სააღრიცხვო სისტემაში.

კაფეში მიტანის შესახებ უფრო მეტი →

მობილური ტერმინალი

Mobile POS register for iPhone

პოსტერის მობილური ტერმინალი მცირე სარესტორნო ბიზნესისთვის: გარე კვების ობიექტები, ყავა და ა.შ. დააინსტალირეთ აპლიკაცია თქვენს სმარტფონზე და დაიწყეთ გაყიდვა უფრო სწრაფად და მოხერხებულად.

როგორ მუშაობს მობილური ტერმინალი →

Mobile POS register for iPhone

პროგრამა კაფესთვის, რომელზეც წვდომა გაქვთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან

შეგიძლიათ, შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე ნებისმიერი ბრაუზერიდან, მაშინაც კი, თუ დაწესებულების გარეთ იმყოფებით: ნახეთ სტატისტიკა, შეიტანეთ ცვლილებები მენიუში ან ფასებში და ა.შ.

ნახეთ გაყიდვების სტატისტიკა

Poster-ის კაფეს სისტემა ინახავს მონაცემებს ღრუბელში და სინქრონიზდება რეალურ დროში. თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ: მაგიდების ბრუნვა, საშუალო ქვითარი, გაყიდვები და მომსახურებიანობა ერთ თანამშრომელზე, ყველაზე პოპულარული კერძები, კვირის ყველაზე დატვირთული დღეები ან საათები. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ლეპტოპის ბრაუზერში სამართავი პანელის გახსნით.

საწყობის აღწერის ჩატარება

პოსტერი კაფეს ავტომატიზაციის სისტემაში შეგიძლიათ, განახორციელოთ საწყობის როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი აღწერა. თუ გსურთ, გარკვეული პროდუქტის მარაგის შემოწმება, უბრალოდ გადადით მარაგის შემოწმების გვერდზე სამართავ პანელში.

გამოთვალეთ პერსონალის ხელფასი

აკონტროლეთ თქვენი თანამშრომლების სამუშაო დრო და გამოთვალეთ ხელფასები კაფეს ღრუბლოვან სისტემაში. პერსონალის ხარჯების და მათი გაყიდვებთან დადარებით შეგიძლიათ, უკეთ გაანალიზოთ ფულადი სახსრების ნაკადები დაწესებულებაში და გააუმჯობესოთ თქვენი კაფეს ხარჯები.

მიიღეთ მაქსიმალური ეფექტურობა

კაფეს აღრიცხვიანობის პროგრამა ტაბლეტზე ნიშნავს მიმტანების სწრაფ და სამზარეულოს სტაბილურ მუშაობას პიკის საათის დროს.

აკონტროლეთ ხარჯები და კვების ღირებულება

კაფეს პროგრამა თქვენთვის ყველაფერს ითვლის. თქვენ უბრალოდ უნდა ნახოთ, როგორ იცვლება თქვენი ხარჯები ყოველი ახალი მიწოდებით, შეცვალეთ რეცეპტურა და გასაყიდის ფასები ისე, რომ თქვენი მენიუ დარჩეს მომგებიანი.

სწრაფად მოამზადეთ თქვენი პერსონალი

ახალ მიმტანს შეუძლია მიიღოს თავისი პირველი შეკვეთა, მიაბას მაგიდას და განახორციელოს გადახდის მიღება რამდენიმე წუთიანი ტრენინგის შემდეგ

Poster Boss აპლიკაცია სმარტფონზე

დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა კაფესთვის გაყიდვებისა და მარაგების შესამოწმებლად პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან. ასევე შეგიძლიათ, დააყენოთ შეტყობინებები მიმდინარე ტრანზაქციებისა და ცვლილებების შესახებ თქვენს კაფეში.

მეტი Poster Boss-ზე →

მართეთ თქვენი ქსელი ან ფრანჩაიზი

Manage multiple locations or franchise your business

დამოუკიდებელი პაკეტი ფრანჩაიზებისა და ქსელებისთვის, სადაც არის სრული ანალიტიკა, მენიუს კოპირება და სხვა ფუნქციები ფრანჩაიზის ან პარტნიორების მუშაობის გასაკონტროლებლად. თვალყური ადევნეთ თითოეული ინდივიდუალური დაწესებულების მუშაობას და დანარგეთ წარმატებული, მენიუს გადაწყვეტილებები სხვა კაფეებში.

Poster ფრანჩიზასთვის →

Manage multiple locations or franchise your business

მოსახერხებელი სატარიფო გეგმები ყველა ტიპის ობიექტისთვის

Subscription plans that fit the scale of your business

ჩვენ გვჯერა, რომ გაყიდვების წერტილებისა და მარაგის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს მობილური და ხელმისაწვდომი. Poster-ის საშუალებით შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს შეამციროთ თქვენი საწყისი ხარჯები და შემდგომ შეცვალოთ სატარიგო გეგმა თქვენი ბიზნესის ზრდიდან გამომდინარე.

 საწყისი ფასი $26

მეტი ტარიფებზე →

Subscription plans that fit the scale of your business

როგორ დავაყენოთ პოსტერის მართვის პროგრამა კაფეში

ანგარიშის გახსნა

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა პოსტერის ანგარიშის შესაქმნელად. გადადით სამართავ პანელში თქვენი ანგარიშის და კაფეს მონაცემების სამართავად.

პროგრამის გაცნობა და ტრენინგი

ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი დაგიკავშირდებათ ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, რათა გასწავლოთ პროგრამა და აგიხსნათ ყველა ფუნქციის შესახებ. თქვენ გექნებათ 15 უფასო საცდელი დღე პროგრამის დასანერგად თქვენს კაფეში.

სამართავი პანელის შევსება

დაამატეთ რეცეპტურა, პროდუქტები და ინგრედიენტები, რათა დაიწყოთ გაყიდვა სალაროდან. შექმენით გადახდის ანგარიშები, საწყობები და მიეცით თანამშრომლებს წვდომა ადმინისტრაციულ პანელზე და სალაროზე.

პერსონალის ტრენინგი

პროგრამის ინტერფეისი მოსახერხებელი და გასაგებია, ამიტომ პერსონალის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. თანამშრომლებს შეუძლიათ, მიიღონ თავიანთი პირველი შეკვეთა სალაროზე რამდენიმე დაკლიკვით.

აღჭურვილობის დაყენება და მონტაჟი

დააკავშირეთ მხარდაჭერილი აპარატურა პოსტერთან. დააინსტალირეთ შეკვეთის აპლიკაცია თქვენს ტაბლეტზე ან კომპიუტერზე.

პირველი შეკვეთები და სტატისტიკის ნახვა

დაარეგისტრირეთ შეკვეთა ტერმინალზე და განახორციელეთ თქვენი პირველი გაყიდვა. ქვითრის დახურვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, მყისიერად ნახოთ სტატისტიკა და მოგება ქვითარზე.

Try Poster POS for free

Learn why 50 000 businesses love Poster POS. Start your 15-day free trial.


ТОВ «Ресторанні інновації», 2026© Poster POS Inc, 2026Restaurant Automation Limited, KWAI FONG, Kwai Tsing District, Kwai Chung Town, New Territories, HONG KONG
Cloud POS-system